ეკა ბესელია: პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას მხარს დავუჭერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, პარტიის პოლიტიკური ლიდერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები შედგება და მსჯელობა გაიმართება.
„ჩვენი მიდგომაა, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს პირი, რომელიც აღმასრულებელ რგოლს ხელმძღვანელობს და მმართველი პარტია სწორედ ასეთი ერთობით იყოს წარმოდგენილი. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, საარჩევნო სიის პირველ ნომრად, გიორგი კვირიკაშვილის წარდგენის თაობაზე პარტიაში საუბარი ჯერ არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები