პაატა ბურჭულაძემ ალილოს მონაწილეებს შობა-ახალი წელი მიულოცა
“საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ალილოს მონაწილეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.
ბურჭულაძე ალილოს მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, “საქართველოს განვითარების ფონდის” ოფისის წინ ტკბილეულით დახვდა.
“გილოცავთ შობა-ახალ წელს. ღმერთმა მრავალს დაგვასწროთ. დღეს დიდი დღესასწაულია. ამინდიც გვიწყობს ხელს. მინდა საქართველო გაერთიანებული იყოს ამ წელს. გუშინ ვიყავით საოკუპაციო ხაზთან.
ყველანი იქ შევხვდით შობას და გვინდა, რომ ეს ხაზი წელს მოვხსნათ. უნდა მოიხსნას ღმერთის შემწეობით და, რა თქმა უნდა, ჩვენც – ყველამ ხელი უნდა გავანძრიოთ “, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.