ნიუ-იორკში მუსიკალური სპექტაკლის – „ამბავი ჩვენზე“ პრემიერა გაიმართება

Tribeca-ს სცენაზე, ნიუ-იორკში, Tribeca BMCC Performing Arts Center-ში პირველად აჟღერდება ნატო მეტონიძის, დავით დოიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტი „ინტროსპექცია – ამბავი ჩვენზე“.
ეს არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც 12- წლიანი პაუზის შემდეგ ხელოვანებმა ერთად განახორციელეს. პრემიერის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ნიკოლოზ რაჭველი საკუთარ გვერდზე ავრცელებს:
„ჩემო ნიუ-იორკში მცხოვრებო, მეგობრებო, გვეწვიეთ 9 იანვარს ტრაიბეკას თეატრში დავით დოიაშვილისა და ჩემი ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლის „ამბავი ჩვენზე“ პრემიერაზე თქვენს ქალაქში. მთავარ როლში შეუდარებელი ქართველი მომღერალი ნატო მეტონიძე! დიდ ქართველ კომპოზიტორთა მუსიკით გაჯერებულ კონცერტ-პერფორმანსზე ერთად გავივლით საქართველოს უახლეს ისტორიას და ორიგინალური ფორმით მოვისმენთ ამბავს ჩვენზე, ანუ ამბავს თქვენზე. გამიხარდება თქვენი ნახვა ტრაიბეკას თეატრის დარბაზში.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები