დავით კირკიტაძის ძმას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

დავით კირკიტაძის ძმას, ირაკლი კირკიტაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ შემთხვევაში პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი აცხადებდა, ირაკლი კირკიტაძის პატიმრობის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა, სასამართლომ მისი პოზიცია არ გაითვალისწინა.
პროცესის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა დავით კირკიტაძემაც. ის მისი ძმის დაკავებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.
ირაკლი კირკიტაძეს ბრალად ედება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხულიგნობას გულისხმობს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ელი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები