ირაკლი კირკიტაძე მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დავით კირკიტაძის ძმის ირაკლი კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

ბრალდებული კირკიტაძე დაკავების ფაქტს დადგმულ პროვოკაციად აფასებს.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ მასზე და მის ოჯახის წევრებზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

“ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა პოლიციამ, რომ ქულები ჩაეწერა ხელმძღვანელობის თვალში. ამ ყველაფერს პროკურატურა იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მამაჩემის მიმართ აღძრულია საქმე, ჩემი ძმის მიმართ აღძრულია საქმე. ჩემს მიმართ ორი საქმეა აღძრული. დაკითხული ვარ სხვადასხვა საქმეზე ექვსჯერ. ამ ხნის განმავლობაში სამჯერ გადავკვეთე საზღვარი და სამივეჯერ დავბრუნდი. ახლა მესამე საქმე არის ეს და ალბათ მიაღწევენ შედეგს”, – განაცხადა ირაკლი კირკიტაძემ.

პროკურატურამ ირაკლი კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. სხომას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძეც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები