დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს უბრუნდება
“თავისუფალი დემოკრატების” ერთი -ერთი წევრი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს უბრუნდება.
აღნიშნულ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. თუმცა ამავე პარტიის წევრმა ვიქტორ დოლიძემ დაადასტურა, რომ ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდება.
დოლიძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ზალკალიანი მათი გუნდის თანამოაზრედ რჩება.
„მეც ვადასტურებ ამ ინფორმაციას, უბრალოდ დეტალები მას უნდა ჰკითხით. მე ერთი ვიცი, რომ დათო ზალკალიანი იყო, არის და რჩება ჩვენს თანამოაზრედ და მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია, პარტიის საქმიანობასთან მას შეხება არ ჰქონდა და ის ლევან მიქელაძის ფონდს ხელმძღვანელობდა, იგი არის მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი და ნამდვილად მივესალმები, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა მას შესთავაზა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება. მე ვფიქრობ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი იმედსაც გვიჩენს, რომ იგი, ძირითადად, ორიენტირებული იქნება პროფესიონალ კადრებზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.