საქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის ძმის პროცესი დღეს გაიმართება

რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულის დავით კირკიტაძის ძმის პროცესი იწყება. მოსამართლემ ირაკლი კირკიტაძის აღმკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს.
დავით კირკიტაძის ძმის სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:30 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ ირაკლი კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურამ პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმრთა.
როგორც “კვირას” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, დაკავებულს ბრალად ედება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხულიგნობას გულისხმობს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ელი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები