ნიშნობისას მოჩხუბარი სიძე სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა
რუსთავში ნიშნობაზე დაკავებული სიძისა და მასთან ერთად ორი პიროვნების სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
როგორც “კვირას” რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა ირაკლი გოცირიძემ განუცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამივე პიროვნება ადმინისტრაციული წესით – 250 ლარით დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, რუსთავში, რესტორან “სავანეში”, სადაც წყვილის ნიშნობას აღნიშნავდნენ, სუფრის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნულის შედეგად სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სიძეც. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სუფრის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ნიშნობაზე მიწვეულმა სტუმრებმა პატრული გამოიძახეს.