ოთარ დანელია საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იენჩის შეხვდა.
როგორც “კვირას” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა საქართველო-ჩინეთის შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია.
საუბარი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკას და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ქართული ცენტრის გახსნის საკითხს. მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის (ჩაი, მინერალური წყალი და თხილი) ექსპორტის შესაძლებლობების, ასევე, საქართველოში სათბურების და აბრეშუმის წარმოების განვითარების საკითხებსაც განიხილეს.
ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩინეთის სანდო პარტნიორია. ელჩმა ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე მოთხოვნა მზარდია.
ოთარ დანელიამ ჩინეთის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.