“საქართველოში განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა”
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განქორწინებათა რაოდენობის ზრდა საგრძნობლად შეინიშნება“, – ამის შესახებ განცხადება „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ გააკეთა.
მისი თქმით, განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელი დედაქალაქში შეინიშნება.
„ბოლო ორი წლის მანძილზე გაზრდილია ქორწინებათა რაოდენობა, თუმცა კიდევ უფრო მეტად მოიმატა განქორწინებათა რაოდენობამ. ბალანსი არის დარღვეული. ყველაზე მეტად, განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელი დედაქალაქშია. 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, დედაქალაქში აღრიცხულია 3690 ქორწინება, ხოლო განქორწინება 1722. ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებლი.
საქართველოში ქორწინების რაოდენობა, 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, არის 14 102, ხოლო განქორწინების რაოდენობა – 4435, აქედან მხოლოდ დედაქალაქზე მოდის 1722 განქორწინება. განქორწინებათა რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღირიცხება ქვემო ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში და ა.შ.
განქორწინებათა რაოდენობა 25 წლამდე ასაკის წყვილებში წილობრივად უფრო მეტია”, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.