“როგორც შეკრება-მანიფესტაცია წარიმართება, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია; თუ კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად” – ალექსანდრე დარახველიძე
“გუშინ არც არავინ დაუკავებიათ. გაფრთხილების მიზანი იყო ის, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ ახალი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე შსს-მ დემონსტრანტები გააფრთხილა და შეახსენა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ ახალი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
“თუ [სამანქანო და საფეხმავლო] სავალ ნაწილზე იმართება და იგეგმება აქცია, ამ შემთხვევაში უნდა იყოს გაფრთხილება. რაც შეეხება სავალი ნაწილის ჩაკეტვის უფლებას, გათვალისწინებულია კანონით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ გამოხატავენ პროტესტს და არ არის საკმარისი სივრცე. თუ საკმარისი რაოდენობა არ არის, პოლიციას შესაბამისი ზომების მიღების უფლება აქვს.
როგორც შეკრება-მანიფესტაცია წარიმართება, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია. თუ კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად”, – განაცხადა დარახველიძემ.