რუსთავში, ნიშნობაზე სიძე და მისი ორი მეგობარი დააკავეს
რუსთავში, რესტორან “სავანეში”, სადაც წყვილის ნიშნობას აღნიშნავდნენ, სუფრის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნულის შედეგად სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სიძეც. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სუფრის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ნიშნობაზე მიწვეულმა სტუმრებმა პატრული გამოიძახეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.