თბილისში დიზაინერის სალონი გაძარცვეს – წაღებულია ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრები

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ქურდობა მოხდა. მძარცველებმა დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის სალონიდან თანხა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრები წაიღეს. მომხდარის შესახებ დიზაინერი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“დღეს ჩემი სალონი დამხვდა გატეხილი, ბევრი არაფერი, თანხა და რამდენიმე სათამაშოა წაღებული, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შევაგროვეთ. მადლობა ღმერთს, რომ თითქმის ყველა დავარიგეთ ახალ წლამდე! მაგრამ ფაქტი გულს მიკლავს. შეიძლება მოიპარო ფული, მაგრამ ბავშვების საჩუქრებს ხელი როგორ უნდა მოჰკიდო? წერილდაკრულს? ან წერილის წაკითხვის შემდეგ არ შეაწუხებს ნამუსი?!“,- წერს თინათინ მაღალაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები