უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს მსოფლიო აღნიშნავს

მსოფლიო 2016 წელს ყველა დროის ყველაზე პოპულარული დრამატურგის გარდაცვალების 400 წლისთავს აღნიშნავს. ბრიტანეთის საბჭო განახორციელებს ღონისძიებებს, ინოვაციურ თეატრალურ და ქორეოგრაფიულ წარმოდგენებს, კინოჩვენებებს, საერთაშორისო ხელოვნების გამოფენებს და საგანმანათლებლო რესურსებს. ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში  შექსპირის შესახებ საკუთარ  მოსაზრებებს ფართო საზოგადოებას უზიარებს.

 პოლ სმიტი,  ბრიტანეთის საბჭოს  დირექტორი  ამერიკის შეერთებულ შტატებში:

„შექსპირს სკოლაში სწავლობს მსოფლიო მოსახლეობის 50%.  ყველა სხვა შემოქმედს მსოფლიო  მოსახლეობის მხოლოდ 1% ან 2%. მაშინ როცა მსოფლიო აღნიშნავს შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს, იბადება კითხვა: რაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებული ძალა?
მისი ძალა გამოიხატება დრამატულ და არა ლიტერატურულ ოსტატობაში; უფრო მეტად ადამიანურ გამოცდილებაში ვიდრე განათლებაში. ჩვენ არასწორად წარმოვადგენთ მას, როცა  ჩვენ საყვარელ პოეტს ან მწერალს ვუწოდებთ. თეატრი მხოლოდ აწმყოში შეიძლება შეიქმნას, ასე რომ, ის აუცილებლად თანამედროვეა. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ძველ დროშია დაწერილი, ის მხოლოდ ნამდვილი ადამიანებით და კონკრეტული ადგილებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი აწმყო დროში და მხოლოდ აღქმისუნარიანი აუდიტორიის საშუალებით შეიძლება მიეცეს სიცოცხლე. სწორედ ეს არის ის, რაც შექსპირის ნაწარმოებებს თანამედროვეს ხდის და სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ მილიონობით ადამიანი პოულობს შესაბამისობას და პირად სიმართლეს იმაში, რასაც ხედავენ.

12490284_1196516663710273_2143582477_o

და რა თანამედროვეობა! ჩვენ შექსპირული რეზონანსი შეგვიძლია დავინახოთ 2016 წლის გლობალური მოვლენების უმეტესობაში:

  • ლტოლვილები („შეცდომათა კომედიიდან“ „ზამთრის ზღაპრამდე“)
  • ცივილიზაციების შეჯახება („ტროილუსი და კრესიდადან“ „ანტონიუს და კლეოპატრამდე“)
  • კრიმინალური დაჯგუფებების ომი და ურბანული კონფლიქტი („რომეო და ჯულიეტადან“ „კორიოლანუსამდე“)
  • ტირანია („რიჩარდ მესამედან“ „მაკბეტამდე“)
  • სამართლიანი ომი და სამართლიანი მკვლელობა („ჰენრი მეხუთედან“ „იულიუს კეისრამდე“)
  • რასიზმი და ცრურწმენა („ვენეციელი ვაჭრიდან“ „ოტელომდე“)
  • უთანასწორობა და სიღარიბე („მეფე ლირიდან“ „ტიმონ ათენელამდე“)
  • დაპატიმრება და დასჯა („კბილი კბილის წილიდან“ „ორ კეთილშობილ ნათესავამდე“)
  • მონობა („ჭირვეულის მორჯულებიდან“ „ქარიშხალამდე“)
  • დავალიანების კრიზისი („ტიმონ ათენელიდან“ „ვენეციელ ვაჭრამდე“)

აქვე შეგვიძლია დავამატოთ: მთავრობის გამოკვლევები, ლიდერობა, კანონი, სამართლიანობა, კორუფცია, დიპლომატია, სოციალური მობილურობა და უდავოდ ყველა მის კომედიაში არსებული თემა – როგორაა შესაძლებელი საზოგადოების ფუნქციონირება.
მან თანამედროვე ბრიტანული იდენტობის ნარატივიც კი მოიცვა: „მეფე ლირში“ სამეფოს დაყოფიდან დაწყებული, „მაკბეტში“ შოტლანდიის აღდგენით დამთავრებული. ასევე კარგად ჩანს „რიჩარდ მეორეში“ უელსური, შოტლანდიური, ირლანდიური და ინგლისური ხედვა და ის მახასიათებლები რაც ,,დღევანდელ ინგლისს’’ გააჩნია.
„მსოფლიო ადამიანებით უნდა იყოს დასახლებული“ და შექსპირი ყველა შემოქმედზე უფრო ინტენსიურად აანალიზებდა ადამიანების განსხვავებულობის მიმართ შემწყნარებლობის არსებით მნიშვნელობას. მის ყველა ნაწარმოებში ნათლად ჩანს მრავალფეროვნების თანამდეროვე აღქმა – გენდერი (ქალები გადამწყვეტნი არიან თითქმის ყველა კომედიაში), კლასი, ასაკი, ეროვნება, სექსუალობა, შეზღუდული შესაძლებლობები და რელიგია.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ პატივს მივაგებთ შექსპირის არაჩვეულებრივ ადამიანურ გამჭრიახობას, რაც აღიარებულია ყველა კომენტატორის მიერ ბენ ჯონსონიდან დაწებული, რომელმაც ასე ჩამოაყალიბა იგი „არა რომელიმე პერიოდის, არამედ ყველა დროის“. შექსპირი არის მსოფლიოს ხმა სიხარბის, ვნების, სიბრაზის, შურის, ფარისევლობის და ღალატის წინააღმდეგ, მაგრამ, ამავდროულად, ის არის ხმა მოწყალების, ერთგულების, სამართლიანობის, მეგობრობის, ღირსების, პატივისცემის და რაც მთავარია, სიყვარულის მხარდასაჭერად, რაც იმ სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური დინამიკაა, რომელიც თავად შექმნა“.
ამ საზეიმო წელს, ჩვენ გვახსოვს, რომ შექსპირი ამავდროულად იყო „ჯერაღმოუჩენელი ქვეყნის“ სიკვდილ-სიცოცხლი  ყველაზე დიდი მკვლევარი. მსახიობები, მაყურებლები, თავად „ეს დიდი სამყარო“-ც კი შეიძლება წარმავალი იყოს, მაგრამ შექსპირი – ადამიანი, რომელმაც გარკვეულწილად ყველაფერი დაგვიტოვა –  მარადიულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები