მანანა კობახიძე: დიდხანს გვყავდეს ჩვენი პატრიარქი!

„დიდხანს გვყავდეს ჩვენი პატრიარქი!“ – ამ სიტყვებით ულოცავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს.
„ჩვენი პატრიარქი – ადამიანი, რომელიც გვაერთიანებს და სიმშვიდე მოაქვს, რომელსაც ვუყვარვართ, მიუხედავად იმისა, ვიმსახურებთ თუ არა; ადამიანი, რომელიც უფალთან გვაახლოებს, შეგვინდობს და სინანულს გვასწავლის; ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაზე მრუდედ მოსიარულეებსაც სწორი გზა გვასწავლოს. დიდხანს გვყავდეს ჩვენი პატრიარქი! ვულოცავ მას და ყველას, ვისაც გჯერათ და გიყვართ!“ – წერს მანანა კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე დღეს 83 წლის გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები