საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე: მეშინია, გაბრაზებულმა ქალბატონმა თეამ კანონპროექტი არ მიიღოს
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს. როგორც მამუკა ახვლედიანმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მას იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გაბრაზების იმდენად ეშინია, რომ შიშობს, თეა წულუკიანმა ისეთი ახალი კანონპროექტი არ მიიღოს, რის შედეგადაც მოსამართლეები სხვა უწყებას დაექვემდებარებიან.
“ნამდვილად არავის აღარ ეშინია არანაირი განცხადების. მე ერთი რამის მეშინია, რომ ამ გაბრაზებულზე ქალბატონმა თეამ რაიმე კანონპროექტი არ მიიღოს. რამდენი ქალბატონი თეა გაბრაზდა, იმდენი ახალი კანონპროექტი მიიღო და ბევრი პრობლემატიკის სათავეც ალბათ აქ არის. ამ გაბრაზებულზე ნამდვილად მეშინია იმის, რაიმე კანონპროექტი არ მიიღოს, რომ მოსამართლეები ვინმეს პირდაპირ არ დაგვიქვემდებაროს და ეს სისტემა სადმე სხვა უწყებას არ დაუქვემდებაროს,” – აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიმართა.
“მე კითხვა მაქვს არამოსამართლე წევრებთან, რომ ის, რითაც დაასაბუთეს მოსამართლის დანიშვნა, ამით შეიძლება მოსამართლე დაინიშნოს? ჩემი აზრით, არ შეიძლება და შეცდომა ზუსტად ეს არის,” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.