ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ დეპარტამენტიდან აცნობეს, სამართალდამრღვევებს სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ცაცხვისა და ფიჭვის სახეობის მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი „ფიცარი“ საგარეჯოს და ახალციხის რაიონიდან ქვემო ქართლის რაიონში გადაჰქონდათ, რითაც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით მოთხოვნილი წესები დაირღვა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის საერთო მოცულობამ შეადგინა 4,2მ3. სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარვევის შესახებ ოქმები შეადგინეს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაუგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები