აღმოჩენილია ახალი სახეობის დინოზავრი

  ამერიკელმა პალეონტოლოგებმა დინოზავრის ახალი ჯიში აღმოაჩინეს. ნამარხიდან ვიგებთ, თუ როგორ გადაშენდნენ დინოზავრები 66 მილიონი წლის წინ. “Anzu wyliei” – სახეობის დინოზავრი ფრინველს წააგავს. მას თავზე ძვლის წანაზარდი აქვს, დიდი ნისკარტით და ხვლიკის მსგავსი გრძელი კუდით გამოირჩევა. ამ ხვლიკის გარეგნულ სახეს სამი ნაწილობრივ შენახული და შეერთებული ჩონჩხი ქმნის. ნამარხები სამხრეთ და ჩრდილოეთ დაკოტაში აღმოაჩინეს.
“ჩვენ ვხვდებოდით, რომ მსგავსი ცხოველი არსებობდა, ახლა კი მისი ჩონჩხის 80% გვაქვს და მის აგებულებასა და ბიოლოგიაზე შეგვიძლია მსჯელობა”, – ამბობს ვაშინგტონის მუზეუმის პალეონტოლოგიის განოფილების ხელმძღვანელი ჰაოს სუესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები