ლეონიდ ჩერნოვეცკი: მეგის ქარდავა ძალადობდა ადამიანებზე
უკრაინის ყოფილმა მერმა და პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსზე, მეგის ქარდავას დაჭერაზე ჯილდო დააწესა.
პირველი პოლიტიკური განცხადება კი იმით ახსნა, რომ მეგის ქარდავა ადამიანებზე ძალადობდა, მას კი ადამიანზე ძალადობა სძულს.
„ის ძალადობდა ადამიანებზე. მე კი მძულს ადამიანზე ძალადობა მისი ნებისმიერი გამოვლინებით. სხვათა შორის, უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა პატიმარსა და მათ გუშაგებს ბიბლიის თითო ეგზემპლარს ვაჩუქებ. ვიმედოვნებ, წაიკითხავენ და ერთმანეთის მიმართ ქრისტიანულად კეთილები გახდებიან“,- აღნიშნა ჩერნოვეცკიმ.