ერაყის არმიამ ქალაქი ერ-რამადი მთლიანად დაიკავა

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ერ-რამადი მთლიანად გაათავისუფლეს „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“. ეს ქალაქი ისლამისტებმა მიმდინარე წლის მაისში დაიკავეს.
ერაყის რეგულარული ჯარის გარდა, ერ-რამადის აღების ოპერაციაში მოხალისეები, ასევე ერაყის და საერთაშორისო კოალიციის ავიაცია მონაწილეობდა.
„ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ანბარის სამთავრობო კომპლექსზე ქვეყნის დროშა აღმართეს. ალაჰის დახმარებით ჩვენ სხვა ქალაქებსაც გავათავისუფლებთ“, – ნათქვამია ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები