საახალწლო შოუ მოზარდ მაყურებელთა თეატრში

29 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში საახალწლო შოუ გაიმართება. წარმოდგენის ფარგლებში, ბავშვებს საშუალება ექნებათ, იხილონ მათთვის საყვარელი და ნაცნობი ზღაპრის გმირები; სხვადასხვა მულტფილმის პერსონაჟები. შოუს ბოლოს, მოზარდებს ახალ წელს მსახიობი გივი ბერიკაშვილი მიულოცავს. საახალწლო შოუს დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი – ნინო ჩიტაიშვილი, ქორეოგრაფი – ანანო სამსონაძე, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები