დიდ ბრიტანეთში ძლიერი წყალდიდობა მოხდა – ფოტოკოლაჟი

ძლიერმა წვიმებმა ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია. ლანკაშირის და დასავლეთ იორკშირის საგრაფოებიდან ადგილობრივი მოსახლეობაა ევაკუირებული.
წყალდიდობამ საფრთხე შეუქმნა 2000-მდე სახლს. ამის შესახებ „ინდეფენდენთი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კრიზისებზე რეაგირების სახელმწიფო კომიტეტ „კობრას“ წევრებთან თათბირი გამართა. მან წყალდიდობასთან საბრძოლველად ყველა აუცილებელი ზომის მიღების პირობა დადო.
„დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 10 ათასამდე სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიასთან საბრძოლველად ჩრდილოეთ ინგლისში 500 სამხედრო გააგზავნეს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
12399387_10205097238662231_1719263605_n 12434175_10205097238342223_1878296323_n 12434176_10205097238182219_572724777_n 12434300_10205097239182244_297811007_n 12434366_10205097238502227_422645473_n 12434704_10205097238942238_173621517_n 12435568_10205097239062241_421215445_n 12435572_10205097239142243_1355320080_n 12436050_10205097238782234_187886875_n 12436078_10205097238742233_774544532_n 12459845_10205097238822235_767727507_n 12459955_10205097238862236_1130474624_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები