დეკანოზი გრიგოლი: ვანო მერაბიშვილისა და ახალაიების აგენტებმა ფერმა დამიწვეს, სახლი დამიწვეს, მანქანა დამილეწეს!

წმინდა იოანე მხედრის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გრიგოლ (გოგიჩაძის) ინფორმაციით, მას სახლი და მანქანა „ნაციონალური მოძრაობის“ „აგენტებმა“ გადაუწვეს.
როგორც სასულიერო პირი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების მხარდამჭერები, დღემდე ვერ პატიობენ მას, რომ ირინა ენუქიძის მოძღვარი იყო.
„იმის გამო, რომ ქალბატონი ირინას მოძღვარი ვიყავი, სააკაშვილი და სააკაშვილის ბნელეთის მოციქულებთან დაკავშირებული საეკლესიო იერარქიები, ვანო მერაბიშვილისა და ახალაიების აგენტები, სოფელ ვარიანში გლეხების ნაწილს მიქსევენ… ფერმა დამიწვეს, სახლი დამიწვეს, მანქანა დამილეწეს! რატომ, რისთვის? ვერ მაპატიეს და ვერ მოინელეს, რომ ცხონებულ ირინასთან ერთად ეკლესია ავაშენე! მარგველაშვილი, როგორც მოღალატე, არც პატრიარქს უნდა ხვდებოდეს და, მითუმეტეს, ქალბატონი ირინა არ არის მაგის სახსენებელი. დავურეკე, გოგი ენუქიძეს – ირინას ძმას, ვუსაყვედურე და ვითხარი – იმ შეკრებაზე არ უნდა მისულიყავი-მეთქი! გოგიმ ჩემი გულისტკივილი მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს ოჯახი აღუდგინა, პრეზიდენტობით დააჯილდოვა და მარგველაშვილმა მაინც უღალატა. ვინც ბიძინა ივანიშვილს უღალატებს, ის უნდა – არ უნდა, მტარვალი სააკაშვილისა და „ნაციონალების“ წისქვილზე დაასხმას წყალს! “ – აცხადებს წმინდა იოანე მხედრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლი (გოგიჩაძე) გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები