თეიმურაზ მაღრაძემ და მათე ტაკიძემ პირობით მსჯავრდებულებს სერთიფიკატები გადასცეს

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ მაღრაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯ ”სპქეტრის” დირექტორმა მათე ტაკიძემ, სასწავლებლის კურსდამთავრებულ პირობით მსჯავრდებულებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს.
სპექტრის კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის უფასო სასწავლო კურსზე ოთხი პირობით მსჯავრდებული, მათი ინტერესების გათვალისწინებით და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით ჩაირიცხა.
პრობაციონერებმა სასწავლო პროცესი წარმატებით დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები