კორსიკაში დემონსტრანტებმა მუსულმანების სამლოცველო დარბაზი დაარბიეს

დემონსტრანტებმა საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მუსულმანების სამლოცველო დარბაზი დაარბიეს. ეს აქტი მათ ქალაქ აიაჩოში მეხანძრეებზე და პოლიციელზე თავდასხმის საპასუხოდ მოაწყვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ასეულობით მომიტინგე ქალაქის ქუჩებში გამოვიდა, რათა ორ მეხანძრეს და პოლიციელს მხარდაჭერა გამოუცხადონ, რომლებსაც წინა დღეს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ და დაჭრეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ყვიროდნენ „არაბებო წაეთრიეთ“ და „ეს ჩვენი სახლია“.
„ფრანს პრესის“ ცნობით, ამის შემდეგ მომიტინგეები მუსულმანების სამლოცველო დარბაზში შევარდნენ და წიგნების დაწვა სცადეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ამ თავდასხმას „ყოვლად მიუღებელი“ უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ თავდამსხმელებს ორივე მხრიდან დააკავებენ და დასჯიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები