იერუსალიმში პოლიციელზე თავდამსხმელი მოკლეს
მამაკაცი, რომელიც ებრაელ პოლიციელზე თავდასხმას ცდილობდა, იერუსალიმში მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მამაკაცმა დანა ამოიღო, როდესაც მას პოლიციელები შესამოწმებლად მიუახლოვდნენ. თავდამსხმელი პალესტინელი იყო, მაგრამ მისი ვინაობა არ საჯაროვდება.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ისრაელში ოქტომბრის ბოლოს აგორებული ძალადობის ტალღა დღითიდღე ძლიერდება. ბოლო მონაცემებით, ორივე მხრიდან მოკლულია 120 ადამიანი, მათგან ასზე მეტი – პალესტინელია.