აფრიკელმა მიგრანტებმა საფრანგეთში არეულობა მოაწყვეს

აფრიკელმა მიგრანტებმა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ნაგვის ბუნკერები და რამდენიმე ავტომობილი დაწვეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი მიგრანტი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. „ფრანს პრესის“ ცნობით, 41 წლის მამაკაცის მკვლელობა ალმერიას პროვინციაში მოხდა. არეულობაში 30-40 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციამ სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიყვანა, მაგრამ არავინ დაუკავებია. ალმერიაში ხილის და ბოსტნეულის სათბურები მდებარეობს, სადაც ათასობით მიგრანტი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები