ფილიპინებში ისლამისტების თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ფილიპინებში მუსულმანმა „ბოევიკებმა“ გაიტაცეს და მოკლეს შვიდი ფერმერი. ინციდენტი კუნძულ მინდანაოზე მოხდა. მოგვიანებით ორმხრივი სროლის შედეგად, ოთხი „ბოევიკი“ სამხედროებმა მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იტყობინება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ბანგსამოროს ისლამური გათავისუფლების მებრძოლებმა“ აიღო. ეს დაჯგუფება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების კატეგორიული წინააღმდეგია. ფილიპინელმა ისლამისტებმა ცოტა ხნის წინ „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები