რუსეთში ნადირობის დროს ორი ადამიანი მოკლეს

იამალო ნენეცის ავტონომიურ ოლქში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ნადირობის დროს ორი პირის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
„რია-ნოვოსტის“ ცნობით, ამ მამაკაცსა და დაღუპულებს შორის ნადირობის დროს კონფლიქტი მოხდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი პირის მკვლელობის მუხლით. ეს დანაშაული სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. მოკლულთა ცხედრები სოფელ სამბურგთან 90 კილომეტრში აღმოაჩინეს. ორივეს ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები