საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ანტიკორუფციული და ადმინისტრაციული რეფორმების ფარგლებში დადებითად შეფასდა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შესახებ ანგარიშის ავტორები საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ანტიკორუფციული და ადმინისტრაციული რეფორმების ფარგლებში დადებითად აფასებენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომელთა საფუძველზეც შემოღებული იქნა მონიტორინგის სისტემა.
“ანტიკორფციული და ადმინისტრაციული რეფორმების გატარება საქართველოს ვალდებულებაა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების შესრულების შეფასების პირველი წლის შედეგები იმედის მომცემია, ანტიკორუფციული და ადმინისტრაციული რეფორმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით, რიგ შემთხვევებში წინსვლა ძალზე საგრძნობი იყო და მნიშვნელოვანი მიზნები იქნა მიღწეული. დამტკიცდა ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მიღებულია ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ და განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზე შემოღებული იქნა მონიტორინგის სისტემა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირთა ქონების დეკლარაციებისთვის. საქართველოს მთავრობის არასათანადო ყურადღებას იმსახურებს კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, თუმცა ეს აქტივობა სამოქმედო გეგმაში 2014 წლიდან იყო ჩართული”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის, შრომისა და უსაფრთხოების კუთხითაც სახელმწიფო ცვლილებებს ახორციელებს.
“საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ეხება შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას, დაწყებულია. თუმცა აღნიშნული პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. აღსანიშნავია ცვლილებები მედიაციის, სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობისა და სამმხრივი კომისიის მუშაობის, ასევე შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში, ვინაიდან, ეს ყოველივე სახელმწიფოს ვალდებულებას განეკუთვნება.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. გასათვალისწინებელია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 2004 წლის შემდეგ მხოლოდ 2015 წლის იანვარში განახორციელა, თუმცა მოცემული კონვენცია ამ ეტაპზე მხოლოდ ვიწრო ჯგუფს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად ვლინდება, რომ თანამშრომლობა თანდათან ღრმავდება და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განხორციელდება მასშტაბური პროექტები, რაც სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფრო დიდი წრისთვის”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები