დღეიდან ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი ამოქმედდება

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა.
“საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდის დადებით ტენდენციასთან ერთად, იმატა საქართველოდან პროდუქციის ექსპორტისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის შემთხვევებმა. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2014 წლის 21 მარტიდან სამინისტროში ამოქმედდება ექსპორტიორთა ინტერესების დაცვის ცენტრი”, – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.
ცენტრი განთავსდება სამინისტროს პირველ სართულზე (მისამართი: გ. ჭანტურიას 12). ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის ტელეფონის ნომერი იქნება: 2991002. “ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება სამინისტროს ხელმძღვანელობის და პირადად ჩემ მიერ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკებების დროს, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ორმხრივობა, რითაც ექსპორტზე ორიენტირებული ჩვენი მეწარმეების ინტერესებს დავიცავთ”, – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები