პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ აპირებს

რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2016 წლის 1 იანვრიდან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები „მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმით“ გაგრძელდება.
„ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციების დაწესებას. ჩვენ მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმზე გადავერთვებით“, – განაცხადა პუტინმა.
16 დეკემბერს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, 2016 წლიდან უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც „რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოების აუცილებლობით არის გამოწვეული“. დღეს კი პუტინმა ამ შეთანხმების შეჩერების კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები