ბურბუშელაში პიროტექნიკის აღმოჩენის გამო კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბურბუშელაში პიროტექნიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით შპს „დავლათს“საწარმოო პროცესი შეუჩერა, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა.
“სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბურბუშელაში პიროტექნიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით ფაქტის შესწავლა დაუყოვნებლივ დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტორებმა ბურბუშელის მწარმოებელ შპს „დავლათში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს „დავლათს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს „ცხელ ხაზზე“: 2 91 91 68“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები