XVIII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ იწყება

დღეს, 20:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში XVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ იხსნება. ფესტივალს ჯეფ ბალარდის ამერიკულ ჯაზტრიო გახსნის. ბრედ მელდაუსა და ჯოშუა რედმანის დრამერი ქევინ ჰეისთან (ფორტეპიანო) და მეტ ბრუერთან (ბასი) ერთად დაუკრავს. ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14 – 29 დეკემბერს ტარდება. საერთაშორისო ფესტივალში მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მონაწილეობენ: მევიოლინე – ჩაიკოვსკის, ვენიავსკის, სიბელიუსის სახელობის საერთაშორისო სავიოლინო კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატი – ნიკიტა ბორისოგლებსკი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავთან, პიანისტ ბორის ბერეზოვსკისთან ერთად დაუკრავს. პიანისტები: ალექსანდრე კორსანტია, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი – თამარ ბერაია და ლონდონში მოღვაწე ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს). თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, სოლისტები ბენჟამენ მარკიზ გილმორი (ვიოლინო) და იოზეფ პულია (ვიოლინო), დირიჟორი – ლევ მარკიზი. მსმენელის წინაშე წარდგება გერმანიაში მოღვაწე ორღანისტი გაბრიელ (გარი) კონიაევი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასი ეთერ მგალობლიშვილთან დაამთავრა. წლევანდელ ფესტივალზე სიახლეა – რუბრიკა „დებიუტი“, სადაც მსმენელის წინაშე ლონდონში მოღვაწე 24 წლის ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) წარდგება. თბილისში მისი სადებიუტო კონცერტია. ამერიკული ჯაზტრიო: ჯეფ ბალარდი (დრამი). ქევინ ჰეისი (ფორტეპიანო) და მეტ ბრუერი (ბასი). ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში იურა ბერიშვილის ნახატების გამოფენა იქნებაწარმოდგენილი. წელს “საახაწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში 8 ღონისძიება გაიმართება. ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული და საორღანო მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოს. „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგიყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები