პუტინი: ის, რაც სირიაში რუსეთის ქვედანაყოფებს ემუქრება, უნდა განადგურდეს

„ის, რაც სირიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფებას ან ინფრასტრუქტურას ემუქრება, უნდა განადგურდეს“,- ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინმა ასევე ურჩია ყველას, ვინც რუსი სამხედროების წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს, ფრთხილად იყოს. რუსეთის პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს მაქსიმალურად ხისტი სამოქმედო დავალება მისცა.
ვლადიმერ პუტინს არ დაუკონკრეტებია, რა მიზნებსა და საფრთხეებზეა საუბარი, თუმცა გამოცემა „რბკ“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთმა ხმეიმიმის ბაზაზე, სადაც რუსული ავიაციაა განთავსებული, „S-400“-ის ტიპის საზენიტო კომპლექსები გადაისროლა. ლატაკიის პორტის სიახლოვეს კი ანტისაჰაერო კომპლექს „ფორტით“ აღჭურვილი კრეისერი „მოსკოვი“ განთავსდა. მისი დანიშნულებაც რუსული ავიაციის დაცვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები