ხარაგაულის სახალხო თეატრი ბრიუსელში გაემგზავრება

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მაისში ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ქართული სათვისტომოს წუნაშე სპექტაკლით – „თანამდევი სული“ წარდგება. ბელგიის სამეფოს წმ. თამარ მეფის სახელობის ქართველ მართლმადიდებელთა ასოციაციის კულტურის ცენტრმა ხარაგაულის სახალხო თეატრის წარმატებული სპექტაკლი „თანამდევი სული“, რომლის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, გაზაფხულზე ბრიუსელში მიიწვია. სპექტაკლი, სახელწოდებით „თანამდევი სული“ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების უმთავრეს მოვლენებს ასახავს. ამ სპექტაკლით კულტურის სამინისტრომ ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა დაიწყო. თავის დროზე სპექტაკლის პრემიერა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში შედგა. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის – „ქართული სეზონი“ ფარგლებში და ინიცირებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები