დავით ნარმანია: თბილისში ორმოები აღარ გვაქვს
თბილისში ორმოები აღარ გვაქვს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანიებმა, რომლებმაც დაიწყეს სამუშაოები და ვეღარ გააგრძელეს, ფინანსური პრობლემების გამო ისინი დაჯარიმდნენ.
„არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორმა კომპანიებმა დაიწყეს სამუშაოები და ვეღარ გააგრძელეს, რადგან მათ ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. ისინი დაჯარიმდნენ და მათ სხვა კონტრაქტორები ჩაენაცვლნენ. ორ მონაკვეთზე დღესაც მიმდინარებს სამუშაოები. ეს ცოცხალი პროცესია. ამ მხრივ არსებითი პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს. რაც შეეხება ორმოების პრობლემას, მინდა გითხრათ, რომ თბილისში ორმოები აღარ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.