წერეთლის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად შუა ხნის მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დახმარება ადგილზე გაუწია.
ავარიის გამო, წერეთლის გამზირზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები