8-9 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

8-9 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.
ქართული მხარე ამჯერადაც დააყენებს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხს.
ყურადღების გამახვილება იგეგმება მოსკოვსა და სოხუმს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ ე.წ. დოკუმენტზე, რომლითაც გაერთიანებული საჯარისო ფორმირება შეიქმნა.
“წინა კვირას ხელი მოეწერა მოსკოვსა და სოხუმს შორის დოკუმენტს, რომლითაც გაერთიანებული საჯარისო ფორმირება შეიქმნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული საჯარისო ფორმირება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთის გარეთაც. ეს არის პირდაპირი მუქარა და რეგიონში დესტაბილიზაციის აშკარა ფაქტორი. ჩვენ ძალიან მწვავედ ვაპირებთ ამ საკითხის დაყენებას”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
დონდუა, შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარ საკითხად ენობრივ დისკრიმინაციასაც დაასახელებს, რომელიც გალის ყველა სკოლაში ქართული ენის სწავლის აკრძალვას ეხება.
“როგორც ცნობილია, გალის უკლებლივ ყველა სკოლაში აიკრძალა ქართული ენის სწავლება. ეს დისკრიმინაციის ახალი ფორმაა, რაზეც ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გავაკეთებთ”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები