სირიის ქალაქ რაკას დაბომბვის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

საერთაშორისო კოალიციის ავიაციის მიერ სირიის ქალაქ რაკას დაბომბვის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. რაკას გარდა, დაბომბვების შედეგად განადგურდა ჯიჰადისტების პოზიციები სირიის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში. მთლიანობაში ავიაციამ 15 იერიში განახორციელა. რაკა, ფაქტობრივად, „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები