ქუთაისში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ქუთაისში, ავტოქარხნისა და ავანგარდის დასახლებებში, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა. სკოლამდელი დაწესებულებები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ გახსნეს. არსებული ინფორმაციით, თითოეული ბაღი 140 ბავშვზეა გათვლილი, რომლებიც 6 ჯგუფში გადანაწილდებიან. დასაქმდა 24 პედაგოგი. ეზოებში დაიდგა სკამები, გაკეთდა ბილიკები და გამწვანდა მიმდებარე ტერიტორიები. ორი ბაღის მშენებლობისთვის 946 542 ლარი დაიხარჯა. ბაღების მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები