საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო – გამშვებ პუნქტ „სარფზე“ 9812,14 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ლ.კ., რომელსაც, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა – 9812,14 ლარის ოდენობით.