ვისთან შესახვედრად მიდის ჯონდი ბაღათურია მოსკოვში?
რატომ მიდის და ვის შეხვდება მოსკოვში ჯონდი ბაღათურია – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ პარტია “ქართული დასის“ ლიდერთან ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც ბაღათურია აცხადებს, ის შეხვედრებს გეგმავს რუსეთის სამოქალაქო სექტორის ლიდერებთან, ასევე რუსეთის სათათბიროს წევრებთანაც. მისივე თქმით, არის რამდენიმე შეხვედრა,რომელიც არ იქნება საჯარო.
“მე მექნება შეხვედრები სამოქალაქო სექტორის ლიდერებთან. იმ ადამიანებთან,რომლებიც წარმართავენ რუსეთის საგარეო პოლიტიკას. ახლა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ასევე შევხვდები რუსეთის სათთბიროს წევრებს. არის რამდენიმე შეხვედრა, რომელიც არ იქნება საჯარო“,-აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
ამასთან, ჯონდი ბაღათურია არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან და საბჭოს ყოფილ მდივანთან – იგორ ივანოვთანაც აპირებს შეხვედრას.
“ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, ჯერ მოსჯოვში უნდა ჩავიდე და ამის შემდეგ უფრო დაზუსტდება ყველაფერი. უკვე დაზუსტებულია, რომ შევხვდები კალაშნიკოვს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა და გონივრული მოსაზრებებიც აქვს“,-აცხადებს ბაღათურია.
“ქართული დასის“ ლიდერი რუსეთში ხვალ გამგზავრება.