გიორგი სოლომონია თურქული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე თურქული სამშენებლო კომპანია „ქეიერის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესორგანიზაციამ საქართველოში ინვესტიციების ჩადებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ქართულმა მხარემ მათ სამინისტროს ძირითადი მიმართულებები გააცნო, ინფორმაცია მიაწოდა განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სატენდერო სისტემასთან დაკავშირებით. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და კიდევ ერთ სამომავლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც კომპანია „ქეიერი“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები