“მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით, კომპრომისული ვარიანტი მომზადდა”

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძეს განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით, კომპრომისული ვარიანტი მომზადდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ბარამიძემ აღნიშნა, რომ ცვლილებებით, ერთი მხრივ, პირს ვალდებულება არ ექნება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადდეს და გამომძიებელს, პოლიციელს ჩვენება მისცეს. ამის სანაცვლოდ, ე.წ. გამოკითხვის ინსტიტუტი ამოქმედდება – როდესაც პირი, საკუთარი სურვილის შემთხვევაში, უფლებამოსილია, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს ინფორმაცია მისცეს, მაგრამ ინფორმაციის მიცემის ვალდებულება არ ექნება.
„თუკი გამომძიებელს დასაბუთებული ვარაუდი აქვს, რომ პირმა მომხდარი დანაშაულის შესახებ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და გამოკითხვაზე უარს ამბობს, პროკურორის, გამომძიებლის შეამდგომლობით, ასეთი პირი შეიძლება მაგისტრანტ მოსამართლესთან დაიკითხოს. ეს კომპრომისული ვარიანტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოწმის უფლებას, რომ საგამოძიებო ორგანოში მისი დაბარება, დაკითხვა შესაძლებელი არ იქნება“, – ამბობს ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები