სიერა ლეონეს დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
სიერა ლეონეს დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. კაპიტანს ასევე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურება. სიერა ლეონეს დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები