გუგული მაღრაძე: დღეში 20 ლარად ნოყიერი სადილის მომზადება ნამდვილად შეიძლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მედიის წარმომადგენლებს მიმართავს. როგორც მაღრაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ყოველდღიურად 20 ლარად ნამდვილად შეიძლება ნოყიერი სადილის მომზადება.
ამასთანავე, დეპუტატი უკმაყოფილებას გამოთქვამს და ინტერესდება, თუ რატომ გახდა ეს თემა ასეთი საინტერსო ჟურნალისტებისთვის.
„ჩემო ძვირფასო და საყვარელო ჟურნალისტებო, რა სამწუხაროა, რომ ყველაფერი, რასაც არაოფიციალურად გეუბნებით, ოფიციალური განცხადების სახით ქვეყნდება მეორე დღეს, ხოლო მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ოფიციალური ინტერვიუ მოგეცით, ნაკლებად გაინტერესებთ. დღეში 20 ლარად ნოყიერი სადილის მომზადება ნამდვილად შეიძლება, თუმცა რატომ არის ეს თემა უფრო საინტერესო, ვიდრე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ოფიციალური ინტერვიუ მოგეცით, აი ეს არ მესმის? მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტები ვერ გაგირჩევიათ. არ იცით, თუ რა ინფორმაცია უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია მკითხველისთვის და სკანდალს ეძებთ ყველგან, არ დაგძრახავთ, გაიხარეთ და დაბეჭდეთ, რაც თქვენი აზრით უფრო საინტერესოა. ეს თქვენი სიტყვის თავისუფლებაა!“ – წერს მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები