სტამბოლის მეტროში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ვიდეო
სტამბოლის მეტროს სადგურ „ბაირამპაშში“ აფეთქება მოხდა. ტელეარხ Haberturk–ის ინფორმაციით, აფეთქდა ელექტროტრანსფორმატორის ჯიხური. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
უცხოური მედიის ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე კვარტლებში დენი გაითიშა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სახანძრო მანქანებია მობილიზებული. პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.
აფეთქება სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.