გერმანიაში საქართველოს ელჩმა  გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

“საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები