სუს-ის მიერ “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

“კვირას“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა დაკავებული პირების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
იქიდან გამომდინარე რომ საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს, საქალაქო სასამართლოში დამატებით განმარტებას არ აკეთებენ. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია “ისლამური სახელმწიფოს” მიკუთვნებული დროშები, ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები